Workplace-ის მარკეტინგის კონფიდენციალურობის დებულება

ბოლო ცვლილება: 2023 წლის 10 ოქტომბერი
სარჩევი
  1. იურიდიული ინფორმაცია
  2. ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ
  3. როგორ ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციას
  4. ინფორმაცია, რომელსაც ვაზიარებთ
  5. თქვენი უფლებების რეალიზაცია
  6. თქვენი ინფორმაციის შენახვა
  7. ჩვენი გლობალური ოპერაციები
  8. ინფორმაციის დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები
  9. კონფიდენციალურობის დებულების განახლებები
  10. ვინ არის პასუხისმგებელი თქვენს ინფორმაციაზე
  11. დაგვიკავშირდით

1. იურიდიული ინფორმაცია

წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულება („კონფიდენციალურობის დებულება“) განმარტავს მონაცემთა დამუშავების მეთოდებს ჩვენი ვებსაიტების გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის საიტის: workplace.com („საიტები“) (Workplace-ის სერვისებისგან განსხვავებით) და ასევე ჩვენს მარკეტინგულ აქტივობასა და გამოხმაურებების მიღების აქტივობებთან დაკავშირებით, (ერთობლივად „აქტივობები“). წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულებაში ჩვენ აღვწერთ ინფორმაციას, რომელსაც ვაგროვებთ თქვენ შესახებ ჩვენს საიტებთან და აქტივობებთან დაკავშირებით. შემდეგ ჩვენ განვმარტავთ, თუ როგორ ვამუშავებთ და ვაზიარებთ ამ ინფორმაციას და როგორ შეგიძლიათ მოახდინოთ თქვენი უფლებების რეალიზაცია.
„Meta“, „ჩვენ“, „ჩვენი“ ან „ჩვენს“ აღნიშნავს ორგანიზაცია Meta-ს, რომელიც პასუხისმგებელია პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და გამოყენებაზე წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულების შესაბამისად, როგორც ეს მითითებულია განყოფილებაში „ვინ არის პასუხისმგებელი თქვენს ინფორმაციაზე“.
Workplace-ის სერვისები: წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულება არ ეხება თქვენ მიერ ონლაინ-პროდუქტის Workplace-ის გამოყენებას, რომელსაც ჩვენ ვაწოდებთ ჩვენს კლიენტებს და რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება ითანამშრომლონ და გააზიარონ ინფორმაცია სამსახურში, მათ შორის Workplace-ის პროდუქტს, აპებს და დაკავშირებული ონლაინ-სერვისებს (ერთობლივად „Workplace-ის სერვისები“). თქვენ მიერ Workplace-ის სერვისების გამოყენება რეგულირდება „Workplace-ის კონფიდენციალურობის დებულებით“, რომელიც განთავსებულია აქ.

2. ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ

ჩვენ ვაგროვებთ თქვენს შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. ჩვენ ვინახავთ თქვენს ელფოსტის მისამართს და ძირითად ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, თანამდებობა, ორგანიზაციის სახელწოდება და ტელეფონის ნომერი, როდესაც თქვენ, მაგალითად, მოითხოვთ ინფორმაციას ჩვენი პროდუქტების შესახებ, მათ შორის Workplace-თან დაკავშირებით, ჩამოტვირთავთ რესურსებს, იწერთ მარკეტინგულ მასალებს, ითხოვთ უფასო საცდელი ვერსიას ან ესწრებით ჩვენს ერთ-ერთ ღონისძიებას ან კონფერენციას. თუ არ მოგვაწოდებთ ამ ინფორმაციას, მაგალითად, ვერ შეძლებთ ანგარიშის შექმნას Workplace-ის უფასო საცდელი ვერსიის გამოყენების დასაწყებად. თუ ხართ თქვენი ორგანიზაციის ანგარიშის ადმინისტრატორი, მაშინ შევინახავთ თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას, როდესაც დაეთანხმებით ჩვენგან მარკეტინგთან დაკავშირებული ელექტრონული შეტყობინებების მიღებას.
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ჩვენთან დაკავშირებისას, შეიძლება მოგვაწოდოთ სხვა ინფორმაცია. ინფორმაციის ტიპი დამოკიდებულია იმაზე, თუ რატომ დაგვიკავშირდით. მაგალითად, თუ გაგიჩნდათ ჩვენი საიტების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემა, შეიძლება მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც სასარგებლოდ მიგაჩნიათ თქვენი პრობლემის მოგვარებისთვის და ასევე მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ დაგიკავშირდეთ (მაგ., ელფოსტის მისამართი). მაგალითად, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელფოსტა ჩვენი საიტის მუშაობასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის შესახებ. ანალოგიურად, თუ მოგვთხოვთ ინფორმაციას Workplace-ის სერვისების შესახებ, მაგალითად, შეიძლება შეგვატყობინოთ სად მუშაობთ ან სხვა ინფორმაცია, რომელიც დაგვეხმარება თქვენს შეკითხვაზე პასუხის გაცემაში.
ინფორმაცია გამოკითხვებისა და გამოხმაურებების შესახებ. ჩვენ ასევე ვიღებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ, როდესაც თქვენ სურვილისამებრ იღებთ მონაწილეობას ჩვენს ერთ-ერთ გამოკითხვაში ან გამოხმაურებათა პანელების სისტემაში. მაგალითად, ჩვენ ვმუშაობთ გარე მომსახურების მომწოდებლებთან, რომლებიც ჩვენთვის ატარებენ გამოკითხვებს და ქმნის გამოხმაურებათა პანელებს, მაგალითად, ორგანიზებას უწევენ Workplace-ის იმ მომხმარებლების საზოგადოებას, რომლებიც დათანხმდნენ მიეღოთ მონაწილეობა გამოხმაურებათა პანელების სისტემაში. ეს კომპანიები გვაწვდიან ინფორმაციას, რომელსაც აგროვებენ თქვენ შესახებ გარკვეულ გარემოებებში, მათ შორის, თქვენი ასაკის, სქესის, ელფოსტის მისამართის, თანამდებობის შესახებ და ასევე ჩვენი პროდუქტების გამოყენების ხერხების და თქვენ მიერ მოწოდებული გამოხმაურებების შესახებ.
ინფორმაცია გამოყენების და ჟურნალების შესახებ. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს საიტებზე თქვენი საქმიანობის შესახებ, მაგალითად, მომსახურებასთან, დიაგნოსტიკასთან და წარმადობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. აქ შედის ინფორმაციას თქვენი აქტივობის შესახებ (მათ შორის ის, თუ როგორ იყენებთ ჩვენს საიტს და ასევე თქვენი აქტივობის დროს, სიხშირესა და ხანგრძლივობას), ჟურნალების ფაილები და ასევე ჟურნალები და ანგარიშები დიაგნოსტიკის, ხარვეზების, ვებსაიტის და წარმადობის შესახებ.
ინფორმაცია მოწყობილობისა და კავშირის შესახებ. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას მოწყობილობისა და კავშირის შესახებ, როდესაც შედიხართ ჩვენს საიტებზე ან იყენებთ მათ. აქ შედის ინფორმაცია, როგორიცაა აპარატურის მოდელი, ინფორმაცია ოპერაციული სისტემის, ბატარეის დონის, სიგნალის სიძლიერის, აპის ვერსიის შესახებ, ბრაუზერის ინფორმაცია, მობილური ქსელი, ინფორმაცია კავშირის შესახებ (ტელეფონის ნომერი, მობილური ოპერატორი და ინტერნეტ-პროვაიდერი), ენა და დროის ზონა, IP-მისამართი, ინფორმაცია მოწყობილობის ოპერაციების შესახებ და იდენტიფიკატორები (მათ შორის, Meta კომპანიის პროდუქტების უნიკალური იდენტიფიკატორები, რომლებიც დაკავშირებულია ერთსა და იმავე მოწყობილობასთან ან ანგარიშთან).
ქუქი-ფაილები ჩვენი საიტები იყენებს ქუქი-ფაილებს. ქუქი-ფაილი არის მონაცემთა მცირე ელემენტი, რომელსაც ჩვენი საიტი უგზავნის მომხმარებლის ბრაუზერს და რომელიც შემდეგ შეიძლება იყოს შენახული მომხმარებლის მყარ დისკზე, რათა შევძლოთ მომხმარებლის კომპიუტერის ან მოწყობილობის ამოცნობა მათი დაბრუნების შემთხვევაში. ჩვენ ასევე ვიყენებთ სხვა ტექნოლოგიებს, რომლებსაც აქვთ მსგავსი ფუნქციები. შეგიძლიათ გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს და მსგავს ტექნოლოგიებს Workplace-ის საიტზე, განყოფილებაში ქუქი-ფაილების დებულება.
მესამე მხარეების ინფორმაცია. როდესაც ჩვენ ვმუშაობთ მესამე მხარეების მომსახურების მომწოდებლებთან და პარტნიორებთან, რათა მივიღოთ მათგან დახმარება ჩვენი საიტების და აქტივობების უზრუნველყოფაში, გაუმჯობესებაში, გაგებაში, მორგებაში და მხარდაჭერაში, ჩვენ ვაგროვებთ მათგან ინფორმაციას თქვენს შესახებ.
Meta-ს კომპანიები. განსაზღვრულ გარემოებებში ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას ინფრასტრუქტურიდან, სისტემებიდან და ტექნოლოგიებიდან, რომლებსაც ერთობლივად ვიყენებთ სხვა Meta-ს კომპანიებთან ერთად. ჩვენ ასევე ვამუშავებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას Meta-ს კომპანიის პროდუქტებსა და თქვენს მოწყობილობებზე, თითოეული პროდუქტის პირობებისა და დებულებების შესაბამისად და როგორც ეს ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით.
Workplace-ის სერვისების გამოყენებისას შეგროვებულ ინფორმაციაზე ვრცელდება Workplace-ის კონფიდენციალურობის დებულება, რომელიც არეგულირებს თქვენი ინფორმაციის დამუშავების წესს თქვენ მიერ Workplace-ის სერვისების გამოყენებისას.

3. როგორ ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციას

ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას (თქვენს მიერ გაკეთებული არჩევნის და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით) ჩვენი საიტებისა და აქტივობების ფუნქციონირებისთვის, უზრუნველსაყოფად, გასაუმჯობესებლად, გასაგებად, მოსარგებად და მხარდასაჭერად.
ჩვენი საიტის და აქტივობების მიწოდება, გაუმჯობესება და განვითარება.
ჩვენ ვაანალიზებთ თქვენს ინფორმაციას, რათა მოგაწოდოთ, გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ ჩვენი საიტი და აქტივობები. ეს მოიცავს ჩვენს საიტების ზოგადი გამოყენების და ნავიგაციის საშუალების უზრუნველყოფას, ჩვენთან დაკავშირებას დამატებითი ინფორმაციისთვის, დამატებით რესურსებზე წვდომას და უდასო საცდელი ვერსიების გამოწერას. ჩვენ ასევე გამოვიყენებთ თქვენს ინფორმაციას ჩვენი მარკეტინგული აქტივობების განსახორციელებლად წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულების შესაბამისად. ჩვენ ასევე ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას, რათა მივაწოდოთ, გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ გამოკითხვები და/ან გამოხმაურების პანელები, რომლებსაც თქვენ შეუერთდით.
გაიგეთ, რა სურთ და მოსწონთ კლიენტებს.
ჩვენ განვიხილავთ და ვაანალიზებთ თქვენს ინფორმაციას და გამოხმაურებებს, თუ თქვენ მონაწილეობთ გამოხმაურებების პანელში ან სხვა გამოხმაურებებთან დაკავშირებულ კვლევებში (მაგალითად, როდესაც ტესტავთ ახალ ვერსიებს და ათვალიერებთ Workplace-ის ფუნქციებს). ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისათვის, რათა გავიგოთ, თუ რა სურთ და რა მოსწონთ მომხმარებელს, მაგალითად, იმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა თუ არა Workplace-ის ან სხვა პროდუქტების და სერვისების ფუნქციების შეცვლა ან ახლის შემოღება, და ასევე სხვა მონაცემების მისაღებად. გამოხმაურებების პანელში ან სხვა გამოხმაურებების კვლევებში თქვენი მონაწილეობის შედეგად მიღებული ინფორმაცია იქნება აგრეგირებული და გამოყენებული დეიდენტიფიცირებული ფორმით და თუ ციტატა ან მოსაზრება იქნება გამოყენებული გამოხმაურებების ან ანალიზის ანგარიშში, პირადად თქვენ არ იქნებით ნახსენები.
თქვენთან კომუნიკაციის დამყარება.
მოპოვებულ ინფორმაციას, ვიყენებთ თქვენთვის მარკეტინგული შეტყობინებების გასაგზავნად და ზოგადად კავშირის დასამყარებლად, რათა შეგატყობინოთ ჩვენი საიტებისა და აქტივობების შესახებ და გაგაცნოთ ჩვენი დებულებები და პირობები, სიტუაციიდან გამომდინარე. ასევე, თქვენს ინფორმაციას ვიყენებთ, რათა გიპასუხოთ, როდესაც თქვენ დაგვიკავშირდებით.
ჩვენი მარკეტინგისა და რეკლამის უზრუნველყოფა, პერსონალიზაცია, გაზომვა და გაუმჯობესება.
ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია მიზნობრივი რეკლამებისთვის, მათ შორის პირველი და მესამე მხარის ქსელების მეშვეობით და მსგავსი აუდიტორიების, მორგებული აუდიტორიების შესაქმნელად და პირველი და მესამე მხარის სარეკლამო ქსელებში გაზომვების განსახორციელებლად.
სანდოობის, უსაფრთხოებისა და დაცულობის ხელშეწყობა.
ჩვენ ვაანალიზებთ თქვენი მოწყობილობის და კავშირების ინფორმაციას, რათა აღმოვაჩინოთ და გამოვიკვლიოთ საეჭვო ქცევის მოდელები.
ინფორმაციის შენახვა და სხვებისთვის გაზიარება, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებისთვის და ასევე სამართლებრივ მოთხოვნებზე რეაგირებისთვის.
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციას იმ სამართლებრივი ვალდებულებების შესრულებისას, რომლებიც მოიცავს, მაგალითად, გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომას, მის შენახვას ან გამჟღავნებას მარეგულირებლის, სამართალდამცავი ორგანოს ან სხვების მხრიდან საფუძვლიანი სამართლებრივი მოთხოვნის შემთხვევაში. ეს მოიცავს სამართლებრივ მოთხოვნებზე რეაგირებას, როდესაც ჩვენ არ ვართ ვალდებულნი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ კეთილსინდისიერად ვთვლით, რომ ამას მოითხოვს შესაბამისი იურისდიქციის კანონი, ან ინფორმაციის გაზიარებას სამართალდამცავ ორგანოებთან ან დარგობრივ პარტნიორებთან შეურაცხმყოფელი ან უკანონო ქცევასთან საბრძოლველად. მაგალითად, ჩვენ ვინახავთ მომხმარებლის აღნაბეჭდ კადრს, სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით, თუ ეს აუცილებელია გამოძიების მიზნებისთვის. ჩვენ ვინახავთ და ვაზიარებთ ინფორმაციას, როდესაც მივმართავთ იურიდიული კონსულტაციისთვის ან ვცდილობთ დავიცვათ თავი სასამართლო და სხვა დავების კონტექსტში. ეს მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჩვენი პირობებისა და დებულებების დარღვევა. ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენ მიერ პერსონალური ინფორმაციის მიუწოდებლობამ, როცა ამას კანონი მოითხოვს, შეიძლება გამოიწვიოს თქვენსა და Meta-ს მიერ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა.

4. ინფორმაცია, რომელსაც ვაზიარებთ

ჩვენ მოვითხოვთ პარტნიორებისგან და მესამე მხარეებისგან იმის შესახებ წესების დაცვას, თუ როგორ შეუძლიათ და როგორ არ შეუძლიათ გამოიყენონ და გაამჟღავნონ ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია. აქ არის დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ვუზიარებთ ინფორმაციას:
მესამე მხარის პარტნიორები და მომსახურების მომწოდებლები: ჩვენ ვმუშაობთ მესამე მხარის პარტნიორებთან და მესამე მხარის მომსახურების მომწოდებლებთან, რათა დაგვეხმარონ ჩვენი საიტების და აქტივობების უზრუნველყოფაში. აქედან გამომდინარე, თუ რა მხარდაჭერას ვიღებთ მათგან ან როგორ მუშაობენ ჩვენთან, როდესაც ვუზიარებთ ინფორმაციას მესამე მხარის მომსახურების მომწოდებლებს, ამ ამოცანის ფარგლებში, ჩვენ ვთხოვთ მათ გამოიყენონ თქვენი ინფორმაცია ჩვენი სახელით ჩვენი ინსტრუქციებისა და პირობების შესაბამისად. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის პარტნიორებთან და მომსახურების მომწოდებლებთან, კერძოდ მათთან, ვინც გვიწევს მხარდაჭერას მარკეტინგის, ანალიტიკის, გამოკითხვების, გამოხმაურებების პანელების, პროდუქტებისა და სერვისების სფეროში.
Meta-ს კომპანიები: ჩვენ ვუზიარებთ სხვა Meta-ს კომპანიებს ინფორმაციას, რომელსაც ვაგროვებთ ჩვენს აქტივობებთან დაკავშირებით ან ჩვენი საიტების, ინფრასტრუქტურის, სისტემებისა და ტექნოლოგიების მეშვეობით. ინფორმაციის გაზიარება გვეხმარება უსაფრთხოების, დაცულობის და მთლიანობის უზრუნველყოფაში; შეთავაზებებისა და რეკლამების პერსონალიზაციაში; მოქმედი კანონმდებლობის დაცვაში; ფუნქციების და ინტეგრაციების განვითარებაში და უზრუნველყოფაში; იმის გაგებაში, თუ როგორ იყენებენ ადამიანები Meta-ს კომპანიის პროდუქტებს და როგორ ურთიერთობენ მათთან.
კანონმდებლობა და რეგულაციების დაცვა: ჩვენ შეიძლება მივიღოთ, შევინახოთ, გამოვიყენოთ და გავაზიაროთ თქვენი ინფორმაცია (i) სამართლებრივი მოთხოვნების საპასუხოდ, როგორიცაა ჩხრეკის ორდერი, სასამართლო დადგენილება, სასამართლო ბრძანება ინფორმაციის გამჟღავნებაზე ან დოკუმენტების წარდგენის სასამართლო მოთხოვნა. ეს მოთხოვნები მოდის მესამე მხარეებისგან, როგორიცაა მხარეები სამოქალაქო პროცესში, სამართალდამცავი და სხვა სახელმწიფო ორგანოები. ჩვენ ასევე შეიძლება გავუზიაროთ თქვენი ინფორმაცია სხვა ორგანიზაციებს, მათ შორის სხვა Meta-ს კომპანიებს ან მესამე მხარეებს, რომლებიც გვეხმარებიან გამოძიებაში და ამ მოთხოვნებზე რეაგირებაში, (ii) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და (iii) Meta-ს პროდუქტების, მომხმარებლების, თანამშრომლების, ქონებისა და საზოგადოების უსაფრთხოების, დაცულობის და მთლიანობის უზრუნველსაყოფად. ეს მოიცავს ხელშეკრულების და ჩვენი პირობების ან დებულებების დარღვევის შემთხვევების გამოძიებას ან კანონის დარღვევის და თაღლითობის გამოვლენას, აღმოფხვრას ან თავიდან აცილებას. თქვენი პერსონალური ინფორმაცია ასევე შეიძლება გამჟღავნდეს, თუ ეს საჭიროა სამართლებრივი პრეტენზიების ჩამოყალიბების, აღსრულების ან დაცვისთვის და ასევე ადამიანების ან ქონებისთვის რეალური ან სავარაუდო ზარალის ან ზიანის მიყენების გამოძიების ან თავიდან აცილებისთვის.
ბიზნესის გაყიდვა: თუ მთლიანად ან ნაწილობრივ სხვას მივყიდით ან გადავცემთ ჩვენს ბიზნესს, მაშინ ამ გარიგების ფარგლებში შეიძლება ახალ მფლობელს გადავცეთ თქვენი ინფორმაცია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. თქვენი უფლებების რეალიზაცია

თქვენ გაქვთ უფლებები პერსონალურ ინფორმაციასთან მიმართებაში, მოქმედი კანონმდებლობისა და თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი უფლება ზოგადად მოქმედებს, გარკვეული უფლებები მოქმედებს მხოლოდ შეზღუდულ შემთხვევებში ან გარკვეულ იურისდიქციებში. დაგვიკავშირდით თქვენი უფლებების რეალიზაციისთვის.
  • წვდომის/ინფორმაციის მიღების უფლება — თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს ინფორმაციაზე წვდომა და მიიღოთ განსაზღვრული ინფორმაციის ასლი, პერსონალური ინფორმაციის იმ კატეგორიების ჩათვლით, რომლებსაც ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვამჟღავნებთ, და ასევე მიიღოთ ინფორმაცია მონაცემებთან მუშაობის ჩვენი პრაქტიკის შესახებ.
  • შესწორების უფლება — თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ არასწორი პერსონალური ინფორმაციის შესწორება.
  • ამოშლის უფლება/წაშლის მოთხოვნის უფლება — თქვენ გაქვთ უფლება, გარკვეულ შემთხვევებში, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლა, იმ პირობით, რომ არსებობს ამის საფუძვლები და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • მონაცემთა გადატანის უფლება — თქვენ გაქვთ უფლება, გარკვეულ შემთხვევებში, მიიღოთ თქვენი ინფორმაცია სტრუქტურირებულ, ჩვეულებრივ გამოყენებად და მექანიკურად წაკითხვად ფორმატში და გადასცეთ ასეთი ინფორმაცია სხვა კონტროლერს.
  • შეწინააღმდეგების/უარის თქმის უფლება (მარკეტინგი) — თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს უარი თქვათ ინფორმაციის დამუშავებაზე პირდაპირი მარკეტინგის, პროფილირებისა და გადაწყვეტილებების ავტომატური მიღების მიზნებისთვის. თუ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას პირდაპირი მარკეტინგისთვის, შეგიძლიათ უარყოთ და უარი თქვათ პირდაპირი მარკეტინგის შეტყობინებებზე, ამგვარ შეტყობინებებში გამოწერის გაუქმების ბმულის მეშვეობით.
  • შეწინააღმდეგების უფლება — თქვენ გაქვთ უფლება შეეწინააღმდეგოთ გარკვეული ინფორმაციის დამუშავებას და შეზღუდოთ იგი. თქვენ შეგიძლიათ შეეწინააღმდეგოთ ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაციის დამუშავებას, როდესაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ კანონიერი ინტერესებით ან ვასრულებთ დავალებას საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. შეწინააღმდეგების შეფასებისას განვიხილავთ რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის: გარდა შემთხვევისა, თუ აღმოვაჩენთ, რომ გვაქვს ამ დამუშავების დამაჯერებელი კანონიერი საფუძვლები, რომლებსაც არ გადაწონის თქვენი ინტერესები ან ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ან დამუშავება არის საჭიროა სამართლებრივი მიზეზების გამო, თქვენი შეწინააღმდეგება დაკმაყოფილდება და ჩვენ შევწყვეტთ თქვენი ინფორმაციის დამუშავებას. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ბმული „გამოწერის გაუქმება“ ჩვენს მარკეტინგულ შეტყობინებებში, რათა აგვიკრძალოთ თქვენი ინფორმაციის გამოყენება ამგვარი პირდაპირი მარკეტინგისთვის.
    • თქვენი გონივრული მოლოდინები
    • თქვენი, ჩვენი, სხვა მომხმარებლების ან მესამე მხარის სარგებელი და რისკები
    • სხვა ხელმისაწვდომი საშუალებები იგივე მიზნის მისაღწევად, რომლებიც შეიძლება იყოს ნაკლებად ინვაზიური და არ საჭიროებს არაპროპორციულ ძალისხმევას
  • თქვენი თანხმობის გაუქმების უფლება — თუ მოვითხოვეთ თქვენი თანხმობა გარკვეული დამუშავების მოქმედებებზე, თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გააუქმოთ ეს თანხმობა. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი თანხმობის გაუქმება არ მოახდენს გავლენას ნებისმიერი დამუშავების კანონიერებაზე, რომელიც შესრულდა თანხმობის გაუქმებამდე.
  • გასაჩივრების უფლება — შეგიძლიათ შეიტანოთ საჩივარი ადგილობრივ ზედამხედველობის ორგანოში. Meta Platforms Ireland Limited-ის წამყვანი ზედამხედველობის ორგანოა ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისია.
  • დისკრიმინაციის აკრძალვის უფლება: ჩვენ არ განვახორციელებთ თქვენს დისკრიმინაციას აღნიშნული რომელიმე უფლებით სარგებლობის გამო.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ინფორმაციისა და ჩვენი მარკეტინგული სერვისების მთლიანობის დასაცავად, თქვენი მოთხოვნის დამუშავებამდე შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი ვინაობის გადამოწმება. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება დაგვჭირდეს დამატებითი ინფორმაციის შეგროვება თქვენი ვინაობის გადასამოწმებლად, მაგალითად, ზოგიერთ იურისდიქციაში მთავრობის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გარკვეული კანონების შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ თავად ისარგებლოთ აღნიშნული უფლებებით, ან შეგიძლიათ დანიშნოთ ავტორიზებული აგენტი, რომ ეს მოთხოვნები განახორციელოს თქვენი სახელით.
ბრაზილიის ზოგადი კანონი მონაცემთა დაცვის შესახებ
წინამდებარე განყოფილება ეხება ბრაზილიის კანონმდებლობით გათვალისწინებულ პერსონალური მონაცემების დამუშავების მოქმედებებს და ერთვის აღნიშნულ კონფიდენციალურობის დებულებას.
ბრაზილიის ზოგადი მონაცემთა დაცვის კანონის („LGPD“) თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ შეხვიდეთ, შეასწოროთ, პორტირება მოახდინოთ, წაშალოთ და დაადასტუროთ, რომ ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს. გარკვეულ გარემოებებში, თქვენ ასევე უფლება გაქვთ გააპროტესტოთ და შეზღუდოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, ან შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი თანხმობა, როდესაც ჩვენ დავამუშავებთ თქვენ მიერ თქვენი თანხმობის საფუძველზე მოწოდებულ მონაცემებს. წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულებაში მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვუზიარებთ მონაცემებს მესამე მხარეებს. იმისათვის, რომ მოითხოვოთ დამატებითი ინფორმაცია მონაცემებთან დაკავშირებული ჩვენი პრაქტიკის შესახებ, დააწკაპუნეთ აქ.
თქვენ ასევე უფლება გაქვთ მიმართოთ ბრაზილიის მონაცემთა დაცვის ორგანოს, მასთან უშუალოდ დაკავშირების გზით.

6. თქვენი ინფორმაციის შენახვა

ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მხოლოდ მანამ, სანამ ეს საჭიროა წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულებაში მითითებული მიზნებისთვის. ინფორმაციას, რომელსაც ვაგროვებთ თქვენი მონაწილეობისას გამოხმაურებების პანელში ან გამოხმაურებების კვლევებში, შევინახავთ პროექტის მიმდინარეობის სრული ვადის განმავლობაში და შემდგომ იმ დროის განმავლობაში, რომელიც იქნება საჭირო ანალიზის ჩასატარებლად, საექსპერტო შეფასებაზე რეაგირების მოსახდენად ან გამოხმაურების სხვაგვარად გადასამოწმებლად. Meta შეინახავს და გამოიყენებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად (მაგალითად, თუ გვჭირდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის შენახვა მოქმედი კანონმდებლობის დასაცავად), დავების მოსაგვარებლად და ჩვენი პირობების აღსასრულებლად. შენახვის ვადების ამოწურვის შემდეგ, როდესაც აღარ გვექნება ამ პერსონალური ინფორმაციის შენახვის კონკრეტული მიზეზი, შესაბამისი პერსონალური ინფორმაცია წაიშლება.

7. ჩვენი გლობალური ოპერაციები

ჩვენ ვაზიარებთ ინფორმაციას, რომელსაც ვაგროვებთ მთელ მსოფლიოში, როგორც ჩვენი ოფისების შიგნით და მონაცემთა ცენტრებში, ასევე კომპანიის ფარგლებს გარეთ ჩვენს გამყიდველებთან, მომსახურების მომწოდებლებთან და მესამე მხარეებთან. იმის გამო, რომ Meta არის გლობალური კომპანია და ყავს კლიენტები და თანამშრომლები მთელ მსოფლიოში, მონაცემთა გადაცემა საჭიროა რიგი მიზეზის გამო, მათ შორის:
  • სამუშაოების შესასრულებლად და მომსახურების გასაწევად, რომლებიც მითითებულია წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულების პირობებში
  • ჩვენი პროდუქტების გასასწორებლად, გასაანალიზებლად და გასაუმჯობესებლად წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულების შესაბამისად
სად გადაიცემა ინფორმაცია?
თქვენი ინფორმაცია გადაიგზავნება ან გადაიცემა, ან ინახება და მუშავდება შემდეგ ადგილებში:
  • ადგილებში, სადაც გვაქვს ინფრასტრუქტურა ან მონაცემთა დამუშავების ცენტრები, მათ შორის, აშშ-ში, ირლანდიაში, დანიაში, შვედეთში და სხვა ქვეყნებში
  • ქვეყნებში, სადაც ხელმისაწვდომია Workplace
  • სხვა ქვეყნებში, სადაც თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის საზღვრებს მიღმა არიან ჩვენი გამყიდველები, მომსახურების მომწოდებლები და მესამე მხარეები, წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულებაში აღწერილი მიზნებისთვის.
როგორ ვიცავთ თქვენს ინფორმაციას?
მონაცემთა საერთაშორისო გადაცემისთვის, ჩვენ ვიყენებთ შესაბამის მექანიზმებს.
მექანიზმები, რომლებსაც ვიყენებთ მონაცემთა გლობალური გადაცემისთვის
საერთაშორისო გადაცემისთვის, ჩვენ ვიყენებთ შესაბამის მექანიზმებს. მაგალითად, ინფორმაციისთვის, რომელსაც ვაგროვებთ:
ევროპული ეკონომიკური ზონა
  • ჩვენ ვხელმძღვანელობთ ევროპული კომისიის გადაწყვეტილებებით, რომლებითაც ისინი აღიარებენ, რომ ზოგიერთი ქვეყანა და ტერიტორია ევროპული ეკონომიკური ზონის მიღმა უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვის საკმარის დონეს. ამ გადაწყვეტილებებს მოიხსენიებენ, როგორც „გადაწყვეტილებებს ზომების საკმარისობის შესახებ“. კერძოდ, ჩვენ გადავცემთ ევროპულ ეკონომიკურ ზონაში შეგროვებულ ინფორმაციას არგენტინაში, ისრაელში, ახალ ზელანდიაში, შვეიცარიაში და, როდესაც ეს გადაწყვეტილება ვრცელდება, კანადაში, ზომების საკმარისობის შესახებ გადაწყვეტილებათა საფუძველზე. შეიტყვეთ მეტი თითოეული ქვეყნისთვის ზომების საკმარისობის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე. Meta Platforms, Inc.-მა დაადასტურა თავისი მონაწილეობა ევროკავშირი-აშშ-ის მონაცემთა კონფიდენციალურობის ჩარჩოში. ჩვენ ვეყრდნობით ევროკავშირი-აშშ-ის მონაცემთა კონფიდენციალურობის ჩარჩოსა და ევროპული კომისიის შესაბამისი ზომების საკმარისობის შესახებ გადაწყვეტილებას იმ პროდუქტებისა და მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებით, რომლებიც მითითებულია ამ სერტიფიკატში. დამატებითი ინფორმაციისთვის გადახედეთ Meta Platforms, Inc.-ის მონაცემთა კონფიდენციალურობის ჩარჩოს გამჟღავნებას.
  • სხვა სიტუაციებში, ჩვენ ვხელმძღვანელობთ სტანდარტული სახელშეკრულებო პირობებით, რომლებიც დამტკიცებულია ევროპული კომისიის მიერ (და, საჭიროებისამებრ, ეკვივალენტური სტანდარტული სახელშეკრულებო პირობებით გაერთიანებული სამეფოსთვის) ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებით, ინფორმაციის გადასაცემად მესამე ქვეყანაში.
თუ გაქვთ კითხვები ჩვენი საერთაშორისო მონაცემთა გადაცემისა და სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების შესახებ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
კორეა
თქვენთვის ხელმისაწვდომი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების შესახებ, დეტალები იმ მესამე მხარის შესახებ, რომლებსაც ვუზიარებთ თქვენს ინფორმაციას, და სხვა საკითხების თაობაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი კორეის კონფიდენციალურობის უწყებაში.
დანარჩენი ქვეყნები:
  • სხვა სიტუაციებში, ჩვენ ვხელმძღვანელობთ სტანდარტული სახელშეკრულებო პირობებით, რომლებიც დამტკიცებულია ევროპული კომისიის მიერ (და, საჭიროებისამებრ, ეკვივალენტური სტანდარტული სახელშეკრულებო დებულებებით გაერთიანებული სამეფოსთვის) ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებით, ინფორმაციის გადასაცემად მესამე ქვეყანაში.
  • ჩვენ ვხელმძღვანელობთ ევროკომისიის და სხვა შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, აქვთ თუ არა სხვა ქვეყნებს მონაცემთა დაცვის შესაბამისი ზომები.
  • ჩვენ ვიყენებთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეკვივალენტურ მექანიზმებს , რომლებიც ვრცელდება მონაცემთა გადაცემაზე აშშ-სა და სხვა შესაბამის ქვეყნებში.
ჩვენ ასევე ვზრუნავთ, იმაზე, რომ თქვენი ინფორმაციის გადაცემისას გამოიყენებოდეს შესაბამისი სიფრთხილის ზომები. მაგალითად, ჩვენ ვშიფრავთ თქვენს ინფორმაციას, როდესაც ის გადაიცემა საჯარო ქსელების მეშვეობით, რათა დავიცვათ იგი არაავტორიზებული წვდომისგან.

8. ინფორმაციის დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები

მონაცემთა დაცვის გარკვეული მოქმედი კანონების მიხედვით, კომპანიებს უნდა ჰქონდეთ პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი. როდესაც ვსაუბრობთ „პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე“, ჩვენ ვგულისხმობთ თქვენი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენების და გაზიარების მეთოდებს, როგორც ეს ზემოთაა აღწერილი წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულების სხვა განყოფილებებში.
რა წარმოადგენს ჩვენს სამართლებრივ საფუძველს?
თქვენი იურისდიქციისა და გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვხელმძღვანელობთ სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლებით თქვენი ინფორმაციის დასამუშავებლად წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი მიზნებისთვის. ჩვენ ასევე შეიძლება ვიხელმძღვანელოთ სხვადასხვა სამართლებრივ საფუძველით ერთი და იმავე ინფორმაციის სხვადასხვა მიზნით დამუშავებისას. გარკვეულ იურისდიქციებში, ჩვენ პირველ რიგში ვხელმძღვანელობთ თქვენი თანხმობით პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე. სხვა იურისდიქციებში, მათ შორის ევროპის რეგიონში, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ქვემოთ მოცემული სამართლებრივი საფუძვლებით. ქვემოთ თითოეული იურიდიული საფუძველისთვის აღვწერთ, თუ რატომ ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციას.
კანონიერი ინტერესები
ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი კანონიერი ინტერესებით ან მესამე მხარის კანონიერი ინტერესებით, როდესაც ისინი არ გადაწონის თქვენს ინტერესებს ან ძირითადი უფლებებსა და თავისუფლებებს („კანონიერი ინტერესები“):
რატომ და როგორ ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციასკანონიერი ინტერესები, რომლებსაც ვეყრდნობითგამოყენებული ინფორმაციის კატეგორიები
ჩვენი საიტის და აქტივობების მიწოდების, გაუმჯობესების და განვითარებისთვის, ჩვენ:
ვაანალიზებთ თქვენს ინფორმაციას და იმას, თუ როგორ იყენებთ ჩვენს საიტს და როგორ იყენებთ და ხართ ჩართული ჩვენს აქტივობებში.
ჩვენს ინტერესებშია გავიგოთ ჩვენს საიტზე აქტივობა, დავაკვირდეთ მას და გავაუმჯობესოთ საიტი.
ჩვენს ინტერესშია მარკეტინგისა და გამოხმაურების აქტივობების მიწოდება, იმის გასაგებად, თუ როგორ იყენებთ მათ და განვავითაროთ და გავაუმჯობესოთ ისინი.
  • თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია
  • თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია
  • ინფორმაცია გამოყენების და ჟურნალების შესახებ
  • ინფორმაცია მოწყობილობისა და კავშირის შესახებ
  • მესამე მხარეების ინფორმაცია
  • ქუქი-ფაილები
იმის გასაგებად, თუ რა სურთ და მოსწონთ მომხმარებლებს, ჩვენ:
გთავაზობთ ჩვენს აქტივობებს, მათ შორის თქვენი ინფორმაციისა და გამოხმაურებების ანალიზს, თუ მონაწილეობთ გამოხმაურებების პანელში და სხვა გამოხმაურებების კვლევებში, სადაც, მაგალითად, გამოცდით ახალ კონცეფციებს და დაათვალიერებთ Workplace-ის ფუნქციებს.
გამოხმაურებების პანელში და სხვა გამოხმაურების კვლევებში თქვენი მონაწილეობის შედეგად მიღებული ინფორმაცია იქნება აგრეგირებული და გამოყენებული დეიდენტიფიცირებული ფორმით და თუ ციტატა ან მოსაზრება იქნება გამოყენებული გამოხმაურებების ან ანალიზის ანგარიშში, პირადად თქვენ არ იქნებით ნახსენები.
ჩვენი და მომხმარებლების ინტერესებშია ვიცოდეთ, თუ რა სურთ და რა მოსწონთ მომხმარებლებს, და გამოვიყენოთ ეს, იმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა თუ არა Workplace-ის ან სხვა პროდუქტების და სერვისების ფუნქციების შეცვლა ან ახლის შემოღება, და ასევე სხვა მონაცემების მისაღებად.
  • თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია
  • თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია
  • ინფორმაცია გამოყენების და ჟურნალების შესახებ
  • ინფორმაცია მოწყობილობისა და კავშირის შესახებ
  • მესამე მხარეების ინფორმაცია
  • ქუქი-ფაილები
თქვენთან დასაკავშირებლად და მარკეტინგული შეტყობინებების გასაგზავნად (თუ ისინი არ ეფუძნება თანხმობას).
თუ გამოიწერეთ ელექტრონული ფოსტით მარკეტინგული შეტყობინებების მიღება, როგორიცაა საინფორმაციო ბიულეტენები, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ გამოწერა „გამოწერის გაუქმება“ ღილაკზე დაწკაპუნებით. ბმული მოთავსებულია თითოეული ელფოსტის ქვედა ნაწილში.
ჩვენ გატყობინებთ ჩვენი აქტივობებისა და დებულებების და/ან პირობების შესახებ, სიტუაციიდან გამომდინარე.
ასევე გცემთ პასუხს, როდესაც მოგვმართავთ.
ჩვენს ინტერესებშია გამოგიგზავნოთ პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებები ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის და მოგაწოდოთ ინფორმაცია ახალი ან განახლებული საინტერესო პროდუქტების შესახებ.
ჩვენს ინტერესებშია შეგატყობინოთ ჩვენი აქტივობების შესახებ.
ჩვენსა და თქვენს ინტერესებშია, გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია, პასუხის გასაცემად, როდესაც მოგვმართავთ.
  • თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია
  • თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია
ჩვენი მარკეტინგისა და რეკლამის უზრუნველსაყოფად, პერსონალიზაციისთვის, გასაზომად და გასაუმჯობესებლად, ჩვენ:
შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია მიზნობრივი რეკლამებისთვის, მათ შორის პირველი და მესამე მხარის ქსელების მეშვეობით და მსგავსი აუდიტორიების, მორგებული აუდიტორიების შესაქმნელად და პირველი და მესამე მხარის სარეკლამო ქსელებში გაზომვების განსახორციელებლად
ჩვენს ინტერესებშია მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობების განხორციელება.
  • თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია
  • თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია
  • ინფორმაცია გამოყენების და ჟურნალების შესახებ
  • ინფორმაცია მოწყობილობისა და კავშირის შესახებ
  • ქუქი-ფაილები
უსაფრთხოების, დაცულობის და მთლიანობის უზრუნველსაყოფად, ჩვენ:
ვაანალიზებთ თქვენი მოწყობილობების და კავშირების ინფორმაციას, რათა აღმოვაჩინოთ და გამოვიკვლიოთ საეჭვო ქცევის მოდელები.
ჩვენი, ჩვენი საიტების მომხმარებლებისა და ჩვენი მარკეტინგული და გამოხმაურების აქტივობების მონაწილეთა ინტერესებში შედის შესაბამისი სისტემების დაცვა და სპამის, მუქარის, ბოროტად გამოყენების ან საავტორო უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა და საიტებსა და აქტივობებზე უსაფრთხოებისა და დაცულობის ხელშეწყობა.
  • ინფორმაცია მოწყობილობისა და კავშირის შესახებ
  • ინფორმაცია გამოყენების და ჟურნალების შესახებ
  • ქუქი-ფაილები
ჩვენ ვინახავთ და ვუზიარებთ ინფორმაციას სხვა პირებს, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს და სამართლებრივ მოთხოვნების საპასუხოდ.
ეს მოიცავს სამართლებრივ მოთხოვნებზე რეაგირებას, როდესაც ჩვენ არ ვართ ვალდებულნი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ კეთილსინდისიერად ვთვლით, რომ ამას მოითხოვს შესაბამისი იურისდიქციის კანონი, ან ინფორმაციის გაზიარებას სამართალდამცავ ორგანოებთან ან დარგობრივ პარტნიორებთან შეურაცხმყოფელი ან უკანონო ქცევასთან საბრძოლველად. მაგალითად, ჩვენ ვინახავთ მომხმარებლის აღნაბეჭდ კადრს, სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით, თუ ეს აუცილებელია გამოძიების მიზნებისთვის.
ჩვენს და ჩვენი მომხმარებლების ინტერესებში შედის თაღლითობის, ჩვენი საიტების ან აქტივობების არაავტორიზებული გამოყენების, პირობებისა და დებულებების დარღვევის, ან სხვა მავნე ან უკანონო აქტივობების აღმოფხვრა და თავიდან აცილება.
ჩვენს ინტერესებშია დავიცვათ საკუთარი თავი (მათ შორის ჩვენი უფლებები, პერსონალი, ქონება ან პროდუქტები), ჩვენი მომხმარებლები ან სხვა პირები, მათ შორის, გამოძიებების ან მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნის ფარგლებში; ან სიკვდილის და გარდაუვალი სხეულის დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, მთავრობას, ხელისუფლებას და დარგობრივ პარტნიორებს აქვთ შეურაცხმყოფელი ან უკანონო ქცევის გამოძიებისა და მასთან ბრძოლის კანონიერი ინტერესი.
  • თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია
  • თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია
  • ინფორმაცია მოწყობილობისა და კავშირის შესახებ
  • ინფორმაცია გამოყენების და ჟურნალების შესახებ
  • მესამე მხარეების ინფორმაცია
  • ქუქი-ფაილები
ჩვენ ვინახავთ და ვაზიარებთ ინფორმაციას, როდესაც მივმართავთ იურიდიული კონსულტაციისთვის ან ვცდილობთ დავიცვათ თავი სასამართლო და სხვა დავების კონტექსტში. ეს მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჩვენი პირობებისა და დებულებების დარღვევა, სიტუაციიდან გამომდინარე.
ჩვენს და ჩვენი მომხმარებლების ინტერესებში შედის საჩივრებზე პასუხის გაცემა, თაღლითობის, ჩვენი საიტებისა და აქტივობების არაავტორიზებული გამოყენების, ჩვენი მოქმედი პირობებისა და წესების დარღვევის ან სხვა მავნე ან უკანონო აქტივობის თავიდან აცილება და აღმოფხვრა, სადაც ეს შესაძლებელია.
ჩვენს ინტერესებშია იურიდიული დახმარებისთვის მიმართვა და საკუთარი თავის (მათ შორის, ჩვენი უფლებების, პერსონალის, საკუთრების ან პროდუქტების), ჩვენი მომხმარებლების ან სხვა პირების დაცვა, მათ შორის, გამოძიებების ან მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნების ფარგლებში, ასევე სასამართლო ან სხვა დავების გაჩენის შემთხვევაში.
  • თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია
  • თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია
  • ინფორმაცია მოწყობილობისა და კავშირის შესახებ
  • ინფორმაცია გამოყენების და ჟურნალების შესახებ
  • მესამე მხარეების ინფორმაცია
  • ქუქი-ფაილები
თქვენი თანხმობა
ჩვენ ვამუშავებთ ინფორმაციას ქვემოთ აღწერილი მიზნებისთვის, თუ იძლევით თანხმობას. ქვემოთ მოცემულია გამოყენებული ინფორმაციის კატეგორიები და რატომ და როგორ ხდება მისი დამუშავება:
რატომ და როგორ ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციასგამოყენებული ინფორმაციის კატეგორიები
რომ გამოგიგზავნოთ მარკეტინგული შეტყობინებები (თქვენი თანხმობის საფუძველზე), როდესაც ჩვენ ვამუშავებთ ინფორმაციას თქვენი თანხმობის საფუძველზე, თქვენ გაქვთ უფლება გააუქმოთ თანხმობა ნებისმიერ დროს, თანხმობის გაუქმებამდე ინფორმაციის დამუშავების კანონიერებაზე ზემოქმედების გარეშე. ამისათვის დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.
შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ ელფოსტით მარკეტინგული შეტყობინებების გამოწერა, თითოეული ელფოსტის ქვედა ნაწილში მოცემულ ბმულზე „გამოწერის გაუქმება“ დაწკაპუნებით.
  • თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია
სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება
ჩვენ ვამუშავებთ ინფორმაციას იმ სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებიც მოიცავს, მაგალითად, გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომას, მის შენახვას ან გამჟღავნებას საფუძვლიანი სამართლებრივი მოთხოვნის შემთხვევაში.
რატომ და როგორ ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციასგამოყენებული ინფორმაციის კატეგორიები
ინფორმაციის დასამუშავებლად, სამართლებრივი ვალდებულებების შესრულებისას, რომლებიც მოიცავს, მაგალითად, გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომას, მის შენახვას ან გამჟღავნებას მარეგულირებლის, სამართალდამცავი ორგანოს ან სხვების მხრიდან საფუძვლიანი სამართლებრივი მოთხოვნის შემთხვევაში. მაგალითად, ჩხრეკის ორდერი ან ირლანდიის სამართალდამცავი ორგანოების დადგენილება ისეთი ინფორმაციის მოწოდების შესახებ გამოძიებასთან დაკავშირებით, როგორიცაა თქვენი IP მისამართი.
  • თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია
  • თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია
  • ინფორმაცია მოწყობილობისა და კავშირის შესახებ
  • ინფორმაცია გამოყენების და ჟურნალების შესახებ
  • მესამე მხარეების ინფორმაცია
  • ქუქი-ფაილები
თქვენი ან სხვა პირის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დაცვა
ჩვენ ვამუშავებთ ინფორმაციას, როდესაც ამოს მოითხოვს ვინმეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები.
რატომ და როგორ ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციასგამოყენებული ინფორმაციის კატეგორიები
ჩვენ ვუზიარებთ ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს და სხვა პირებს იმ ვითარებაში, როდესაც ვინმეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები მოითხოვს დაცვას, მაგალითად, საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები მოიცავს თქვენი ან სხვა პირების სიცოცხლის, ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის, კეთილდღეობის ან ხელუხლებლობის დაცვას.
  • თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია
  • თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია
  • ინფორმაცია მოწყობილობისა და კავშირის შესახებ
  • ინფორმაცია გამოყენების და ჟურნალების შესახებ
  • მესამე მხარეების ინფორმაცია
  • ქუქი-ფაილები

9. კონფიდენციალურობის დებულების განახლებები

ჩვენ შეიძლება დროდადრო შევცვალოთ ან განვაახლოთ ჩვენი კონფიდენციალურობის დებულება. ჩვენ გამოვაქვეყნებთ კონფიდენციალურობის დებულების ახალ ვერსიას, განვაახლებთ „ბოლო ცვლილების“ თარიღს დოკუმენტის ზედა ნაწილში და გადავდგამთ ნებისმიერ სხვა ნაბიჯს, რომელსაც მოითხოვს მოქმედი კანონმდებლობა. გთხოვთ, დროდადრო გადახედოთ ჩვენს კონფიდენციალურობის დებულებას.

10. ვინ არის პასუხისმგებელი თქვენს ინფორმაციაზე

ჩვენ შეიძლება დროდადრო შევცვალოთ ან განვაახლოთ ჩვენი კონფიდენციალურობის დებულება. ჩვენ გამოვაქვეყნებთ კონფიდენციალურობის დებულების ახალ ვერსიას, განვაახლებთ „ბოლო ცვლილების“ თარიღს დოკუმენტის ზედა ნაწილში და გადავდგამთ ნებისმიერ სხვა ნაბიჯს, რომელსაც მოითხოვს მოქმედი კანონმდებლობა. გთხოვთ, დროდადრო გადახედოთ ჩვენს კონფიდენციალურობის დებულებას.
თუ ცხოვრობთ „ევროპის რეგიონის“ ქვეყანაში ან ტერიტორიაზე (რომელიც მოიცავს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებს : ანდორა, ავსტრია, აზორის კუნძულები, ბელგია, ბულგარეთი, კანარის კუნძულები, ნორმანდიის კუნძულები, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საფრანგეთის გვიანა, გერმანია, გიბრალტარი, საბერძნეთი, გვადელუპე, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, მენის კუნძული, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მადეირა, მალტა, მარტინიკა, მაიოტა, მონაკო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, კვიპროსის რესპუბლიკა, რეუნიონი, რუმინეთი, სან მარინო, სენტ-მარტინი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, გაერთიანებული სამეფოს სუვერენული ბაზები კვიპროსში (აკროტირი და დეკელია) და ვატიკანი) ან სხვაგვარად ცხოვრობთ აშშ-ს ან კანადის ფარგლებს გარეთ, მონაცემთა მაკონტროლებელი, რომელიც პასუხისმგებელია თქვენს ინფორმაციაზე არის Meta Platforms Ireland Limited.
თუ ცხოვრობთ აშშ-ში ან კანადაში, თქვენს ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი არის Meta Platforms Inc.

11. დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ შეკითხვები წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულებასთან დაკავშირებით, ან გაქვთ შეკითხვები, საჩივრები ან მოთხოვნები თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან და ჩვენს კონფიდენციალურობის დებულებებთან და პრაქტიკასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტით მისამართზე: workplace.team@fb.com, ან ფოსტით შემდეგ მისამართზე:
აშშ და კანადა:
Meta Platforms, Inc.
ATTN: Privacy Operations
1601 Willow Road
Menlo Park, CA 94025
დანარჩენი ქვეყნები (ევროპის რეგიონის ჩათვლით):
Meta Platforms Ireland Limited
Merrion Road
Dublin 4
D04 X2K5
ირლანდია
Meta Platforms Ireland Limited-ის მონაცემთა დაცვის სპეციალისტს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ აქ.